ევროპელმა ბიზნესკომპანიონებმა აპარტამენტები ბიტკოინის შესაძენად გაყიდეს

0
2023

ბიზნეს ლედიმ მიშელ მონემ და მისმა მილიარდერმა პარტნიორმა დუგლას ბაროვანიმ დუბაიში 50 აპარტამენტი გაყიდეს იმისათვის, რომ ბიტკოინში კაპიტალი დაებანდებინათ. მათი კომპანიის საათაო ოფისი ბრიტანეთშია.

325 მილიონიანი “ასტონ პლაზასა და რეზიდენციის” მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლისთვის დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანიის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ 1300 აპარტამენტიდან გაყიდული 150 ბინის თანხას კრიპტოვალუტაში დააბანდებდნენ.

ამ თვისთვის 50 ბინა უკვე გაყიდულია. 130,000 აშშ დოლარით დაახლოებით, 15.5 ბიტკოინის შეძენაა შესაძლებელი. ხოლო ვინც, ოროთახიან აპარტამენტს შეიძენს, რომლის ფასიც 380,000 დოლარს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები მიახლოებით, 45 ბიტკოინს შეიძენენ.

გასულ სექტემბერს CNBC-ის ცნობით, წყვილმა პირობა დადო, რომ 150 ბინას ბიტკოინის შესაძენად გაყიდიდა. ეს იყო პირველი ფართო მასშტაბიანი გაყიდვა ბიტკოინის შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს Business Insider-ი იტყობინებოდა, რომ მონე და ბაროვანის ICO შეთავაზება ეთერიუმის პლატფორმისათვის იყო განკუთვნილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი