ბერმუდის კუნძულების ფინანსთა სამინისტრო ICO-ს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1422

ბერმუდის კუნძულების ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო კომპანია Velocity Ledger Holdings Limited-ის მიერ თავდაპირველი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ვაჭრობას დაეთანხმა.

კომპანიამ მას შემდეგ მიიღო ვაჭრობის უფლება, რაც ქვეყნის მარეგულირებელმა ლიცენზია მიანიჭა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შოუნ სლოვესმა განაცხადა, რომ ბერმუდის კუნძულებმა ციფრული აქტივების პრაგმატული და ინდუსტრიის განვითარების შეუფერხებელი სისტემა შეიმუშავა.

ბერმუდის კუნძულების პრემიერმა დევიდ ბარტმა Royal Gazette-ს განუცხადა, რომ მათ ტრადიციული საფინანსო ინდუსტრია აქვთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანას შეუძლია თანამედროვე ფინანსურ ინოვაციებს განვითარების საშუალება მისცეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში ბერმუდის კუნძულების მთავრობამ თავდაპირველი მონეტარული შეთავაზებისთვის (ICO-სთვის) მარეგულირებელი წესები შეიმუშავა.

ICO-ს რეგულაცია კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მარეგულირებელი სტრუქტურის ქვეშ განიხილებოდა.

უფრო ადრე კი 2018 წლის ივლისში ბერმუდის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა, დევიდ ბარტმა ქვეყნის პარლამენტში ICO-ს შესახებ რეგულაციების სისტემა წარადგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, ბერმუდის კუნძულების მთავრობის მიერ შემოღებული ახალი მარეგულირებელი სისტემა ადგენდა თვალსაჩინო საზღვრებს Blockchain-სა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის და ამასთანავე, იცავდა არსებული და პოტენციური კლიენტების უფლებებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი