დიდი ბრიტანეთის მთავრობა სტაბილკოინის მარეგულირებელ სისტემაზე მუშაობს

0
783

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად სტაბილკოინის მარეგულირებელი სისტემის შეცვლას აპირებს.

HM Treasury-მ განაცხადა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და კერძო პირებთან კონსულტაციების შემდეგ შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტიება, რომლის მიხედვითაც გაერთიანებულ სამეფოში გარკვეული სტაბილკოინები საცალო მომხმარებლებისთვის ფართოდ გავრცელებული გადახდის საშუალება გახდება.

გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო ორგანომ განაცხადა, რომ აპირებდა აუცილებელი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას სტაბილკოინის მარეგულირებელ სისტემაში მოსაქცევად.

ამისთვის კი საჭიროა ელექტრონული ფულისა და გადახდების არსებული კანონმდებლობის შეცვლა.

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ორგანომ Cryptoasset Engagement Group-ს დაავალა უფრო მჭიდროდ იმუშაოს ინდუსტრიასთან, რათა გამოიკვლიოს, თუ როგორ შეიძლება წაახალისოს ქვეყნის საგადასახადო სისტემა და განავითაროს კრიპტო ბაზარი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა CBDC-ის შესწავლა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი