ბელორუსის პრეზიდენტმა კრიპტოინდუსტრიის განვითარების დოკუმენტს ხელი მოაწერა

0
2751

ბელორუსმა ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ოფიციალურად აღიარა. შესაბამისად, დასაშვებად სცნო, მათი მაინინგი და ე.წ. პირველადი მონეტარული შეთავაზება (ICO).

განკარგულებას ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, გასულ პარასკევს მოაწერა ხელი. ბრძანება ძალაში სამი თვის მანძილზე შევა.

“დოკუმენტის მთავარი მიზანია, ბელორუსში საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიების შექმნა, ასევე, განვითარების ღია ცენტრების არსებობა და ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც პოპულარული იქნება მსოფლიოში”, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

დოკუმენტის თანახმად, ბელორუს ხალხს შეუძლია ხელი შეუწყოს ICO- ების შექმნას, გაყიდოს კრიპტოვალუტა, დააფუძნოს კრიპტოვალუტების ბირჟა და ციფრული ფულით სხვადასხვა ოპერაციები განახორციელოს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბიტკოინი და სხვა ვირტუალური ვალუტები ადამიანებს საჩუქრად მიეცემა და ასევე, მემკვიდრეობით გადაცემაც კი შესაძლებელი იქნება.

მას, ვისაც ბელორუსის კრიპტოსივრცეში ვაჭრობა სურს, არ არის სავალდებულო ქვეყანაში ცხოვრობდეს. მთავარია კომპანია ბელორუსში იყოს დარეგისტრირებული. თუმცა, ამისთვის ინვესტორს ადგილობრივი ბანკის ანგარიშზე სულ ცოტა 500,000 დოლარი სჭირდება.

როგორც ცნობილი გახდა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში – 2023 წლის 1 იანვრამდე – ტოკენებით განხორცილებული ტრანზაქციები არ დაიბეგრება. ასევე, მოგებები გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსია კრიპტოვალუტებისთვის მეგობრული ზონად ოფიციალურად გამოცხადდა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი