ჰავაის სენატი კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციას მხარს უჭერს

0
840

ჰავაის სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოს ორმა კომიტეტმა, „კომერცია და მომხმარებელთა დაცვა“ და „გზები და საშუალებები“ ერთხმად დაამტკიცა სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფის შექმნა კრიპტო ეკოსისტემის გამოყენებისა და რეგულირების შესასწავლად.

ჰავაის შტატის სენატის ხელმძღვანელს, რონ კუჩის, საკანონმდებლო წევრებმა დონოვან დელა კრუზიმ და როზ ბეიკერმა მიმართეს წერილში „ Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფის“ შექმნის მხარდასაჭერად, რომელიც პირველად იქნა შემოთავაზებული კანონპროექტის ნომრით: SB2695.

SB2695 არის კანონპროექტი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული აქტის შესახებ, რომელიც ბიუჯეტისა და ფინანასთა დეპარტამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიზანიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიპტო და Blockchain სისტემების განხილვა და შედგენა იქნება.

სამუშაო ჯგუფი დასკვნებს და პოტენციურ კანონმდებლობას სახელმწიფო კაპიტოლიუმში წარადგენს, რაც Blockchain მიღების გეგმის გაფართოების ნიშნავს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

ჯგუფის კანონიერი დამტკიცების შემდეგ Blockchain და კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფმა უნდა წარადგინოს ანგარიში რეკომენდაციების შესახებ 2023 წლის რეგულარული სესიის მოწვევამდე მინიმუმ ოცი დღით ადრე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი