BitMEX-ის თანადამფუძნებელი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა

0
1798

კრიპტოვალუტის ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელი და ოქსფორდის კურსდამთავრებული ბენ დელო ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა.

ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

ბენ დელომ BitMEX-ი 2014 წელს დაარსა. მან Daily Mail-თან საუბარში აღნიშნა, რომ დღეში 18 საათს მუშაობდა, რათა პლატფორმა შეექმნა.

ბენ დელო მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტია. უნდა აღინიშნოს, რომ დელო JP Morgan-ის ვიცე-პრეზიდენტის ასისტენდადაც მუშაობდა. ე.წ. ბიტკოინის მილიარდერი, ამჟამად, ჰონგ-კონგში არის საცხოვრებლად გადასული.

დელომ განაცხადა, რომ ამერიკელი მილიარდერი ინვესტორის ცხოვრების წესი მისთვის მიმზიდველი არის და აღნიშნა ისიც, რომ კაპიტალის დიდ ნაწილს სხვადასხვა სახის ქველმოქმედებაში ჩადებს.

იანვარში BitInfoCharts- ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ დაადგინა, რომ მსოფლიოში არანაკლებ 35 ე.წ. ბიტკოინის მილიარდერი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, BitMEX არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა მსოფლიოში. ბირჟის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი