ბაჰამის კუნძულები ეროვნული ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამაზე მუშაობს

0
2376

ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი გეგმავს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის პილოტზე მუშაობა დაიწყოს.

ამ კვირაში გამართულ Blockchain-ისა და კრიპტოვლუტის კონფერენციაზე ბაჰამის კუნძულების ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა პეტერ თარქნესთმა განაცხადა, რომ ციფრული გადახდის სერვისის შემოღება ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.

ვიცე-პრემიერი ასევე მხარს უჭერს Blockchain-ის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით, რათა როგორც ვიცე-პრემიერმა განცხადა ბაჰამის კუნძულები რეგიონში ციფრული სამოთხე უნდა გახდეს.

ვიცე-პრემიერი მოელის, რომ ხელისუფლება დაიწყებს Blockchain-ზე დაფუძნებული განათლების სფეროს სხვადასხვა სერთიფიკატის გაცემის საპილოტე პროგრამას. ასევე Blockchain-ი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიზნესის ლიცენზიისთვის, დაზღვევისათვის და ა.შ.

“ტექნოლოგიის გამოყენება და კონტაქტების ერთიანი საშუალება ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევას შევამციროთ ბიუროკრატია და აღმოვფხვრათ კორუფცია”,- განაცხადა ბაჰამის კუნძულების ვიცე-პრემიერმა.

ბაჰამთან ახლოს მდებარე კუნძული ბერმუდი ციფრული ვალუტისა და Blockchain-ისთვის ლიბერალური, სამართლებრივი სტრუქტურის შემუშავების პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ბერმუდის კუნძულებმა Binance ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი