Blockchain ასოციაცია ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელის რეგულაციისთვის წინააღმდეობის გაწევას აგრძელებს

0
1039

Blockchain ასოციაციის რიგები ყოველდღიურად იზრდება. ასოციაციამ უკვე განაცხადა ხუთი ახალი წევრის დამატების შესახებ. ასოციაციის წევრთა რიცხვი ახლა უკვე 30-ს შეადგენს. ახალი წევრები არიან: Uniswap-ი, Blockfi, Fireblocks-ი, CMT Digital-ი და Blockchain Capital-ი.

Blockchain ასოციაციამ ახალი ამბების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. სტატუსის თანახმად, მათი რიგების ზრდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელის (FinCEN) წესების გამკაცრებითაა გამოწვეული:

”FinCEN-თან წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, იმის დემონსტრირება, თუ რა არის შესაძლებელი, როდესაც ძალების ერთიანად მობილიზება ხდება”,-აღნიშნულია სტატუსში.

Blockchain ასოციაცია, როგორც სავაჭრო ასოციაცია, ინდუსტრიის წევრების გაერთიანებისკენ არის მიმართული.

შეგახსენებთ რომ, 22 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელის მიერ შემოთავაზებული კრიპტოვალუტის რეგულაცია დროებით გადადო.

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს, ფედერალური ფინანსური მარეგულირებლის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც შემოთავაზებული იყო ყოფილი სახაზინო მდივნის, სტივვენ მნუჩინის მიერ 60 დღის ვადით “გაიყინა”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი