19 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1968

ოთხშაბათს, 19 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზრებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდიათ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 20 ალტკოინიდან 16-ის ფასი ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 0.12%-ით შემცირდა. თუკი ბიტკოინის ფასი 6.300 დოლარის ქვემოთ დაეშვება მაშინ წინა კვირის ნიშნულს დაიკავებს, რაც კლების ტენდენცია იქნება.

გუშინ, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 6.334 დოლარს შეადგენდა, რაც 0.48% მეტია უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში დაფიქსირებულ მონაცემზე.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის ფასის დანაკარგი მცირეა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 2%-ს შეადგენს. უკანასკნელი 7 დღის მანძილზე ეთერიუმის კურსი მკვეთრად იყო შემცირებული. მიუხედავად ამისა, ეთერიუმმა კურსის ზრდა მოახერხა 12%-ით, რის შედეგადაც ფასი 208 დოლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 195 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი