Strike-ი Shopify-თან ინტეგრირდა

0
959

ჩიკაგოში დაფუძნებული გადახდის აპლიკაცია Strike-ი ელექტრონული კომერციის გლობალურ გიგანტთან Shopify-თან ინტეგრირდა, რათა მოვაჭრეებმა Bitcoin Lightning ქსელის მეშვეობით სერვისებში ბიტკოინით გადახდები დაამატონ.

Lightning Network-ი (LN) ბიტკოინის სკალირების მეორე ფენის გადაწყვეტილებაა, რომელიც უფრო სწრაფი და იაფი ტრანზაქციების განსახორციელებლადაა შექმნილი. ეს გაერთიანება აშშ დოლარზე დაფუძნებული ბიტკოინით ვაჭრობის საშუალებას იძლევა.

Strike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მალერსმა ამ უახლესი ინტეგრაციის შესახებ მაიამის Bitcoin 2022-ის კონფერენციაზე განაცხადა.

Shopify-ი ელექტრონული კომერციის სიდიდით მსოფლოში მე-18 ადგილზეა. კომპანიის შემოსავალი კი 4,6 მილიარდი დოლარია. Shopify-ს სერვისი ვაჭრებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს 175 ქვეყნაში ონლაინ მაღაზიები გახსნან.

ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს, რომელიც Shopify-ს იყენებს შეუძლია გადახდები მყისიერად შუამავლის 3%-იანი საკომისიოს გარეშე მიიღოს.

ჯეკ მალერსის თქმით, ბიტკოინის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი გადარიცხვის სისწრაფეა. სხვა შემთხვევაში ონლაინ ვაჭრობისას გადარიცხვას 15 სამუშაო დღემდე დრო სჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი