კონგრესმენები:კრიპტოვალუტა თავისი არსით გაცილებით მეტია ვიდრე, დოლარის ალტერნატივა

0
2463

“კრიპტოვალუტა თავისი არსით გაცილებით მეტია ვიდრე, დოლარის ან გადახდის მექანიზმების ალტერნატივა.”

ეს იყო ფასიანი ქაღალდებისა და სასაქონლო სავაჭრო კომისიების ხელმძღვანელების გზავნილი კონგრესის მიმართ. სამი დეპუტატისა და Blockchain-ის კონგრესის კრების წევრების მიერ შედგენილი წერილის მიზანი იყო, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის საჭიროება კონგრესმენებს სამთავრობო დონეზე დაენახათ.

უშუალოდ, Blockchain-ის კონგრესის კრება არის კონგრესმენთა ჯგუფი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების განსაკუთრებით, კი Blockchain-ის განვითარებაზე ზრუნავს.

ჯარედ პოლიცის, ტომ ემერისა და დევიდ შვაიკერტის მიერ დაწერილი წერილი წარმოადგენს Blockchain-ის კონგრესის კრების წევრების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნების ხელახალ გამეორებას.

ამ წერილით, ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარემ ჯეი კლეიტონმა და სასაქონლო სავაჭრო კომისიის თავმჯდომარე ჯეი კრისტოფერ ჯიანკარლომ გამოიჩინეს ინიციატივა, რომ საკანონმდებლო დონეზე ითანამშრომლონ ფინანსთა სამინისტროსა და ფედერალური შემოსავლების სამსახურთან.

წერილში ნათქვამია:

“ამერიკის შეერთებული შტატები ამ ინოვაციის სახლი უნდა გახდეს და მაქსიმალურად დადებითად გამოეხმაუროს ახლა ტექნოლოგიას. იმისთვის რომ ეს ძალისხმევა იყოს წარმატებული აუცილებელია, რომ წინასწარ მოფიქრებული, მოქნილი და ერთიანი მიდგომა გვქონდეს რეგულაციებთან დაკავშირებით.

დამატებითი დიალოგი ტოკენებსა და ICO-თან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს. ამიტომ გარკვეული სისტემის შემუშავებაა საჭირო, რათა მომხმარებელი ენდობოდეს კრიპტოვალუტის გამოყენების მექანიზმს.

ამასთანავე, ნებისმიერი შემოთავაზებული რეგულაცია ან კანონმდებლობა კრიპტოვალუტაზე “ვიწროდ უნდა იყოს მორგებული”.

წერილში ასევე საუბარია, მომხმარებლის დაცვასა და ექსპერიმენტებისა თუ გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარებაზე. თუმცა, ისიც აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები დაბალანსებული უნდა იყოს.

დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რათა “თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი შფოთი და გაურკვევლობა”.

და ბოლოს, “ჩვენ (კონგრესმენები) მოგიწოდებთ, რომ ბაზარზე ინოვაციების შემოტანა გააგრძელოთ, ციფრული ვალუტის უფრო შემოქმედებითი მიდგომით შესწავლა კი, დაგვეხმარება კრიპტოვალუტის სასარგებლოდ გამოყენებაში”,- აღნიშნულია წერილში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი