Kraken-ი NFT-ი ბაზარზე შედის

    კრიპტობირჟა Kraken-ი NFT სესხების გასაცემად ემზადება.

    Kraken-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა Bloomberg News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბირჟა NFT-ს გამოუშვებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისესხონ სახსრები თავიანთი NFT-ების ღირებულებებით.

    პაუელმა განმარტა, რომ 2022 წლის დასაწყისში კომპანია NFT სივრცეში აქტიურად მუშაობას გეგმავს. Kraken-ი იმედოვნებს, რომ დაამატებს ფუნქციას NFT-ის სალიკვიდაციო ღირებულების დასადგენად.

    უნდა აღინიშნოს, რომ Kraken-ი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. ბირჟის მხრიდან ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მობილური კრიპტო სავაჭრო პროგრამის შექმნა იყო.

    კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ახალი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ს უმეტეს ნაწილში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, როგორც iOS, ასევე Android მომხმარებლებისთვის.

    უნდა აღინიშნოს, რომ ეს აპლკაცია ევროპაში ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში გამოჩნდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *