მაიამიში Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემას ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის გამოიყენებენ

0
1095

მაიამი PlanetWatch-სა და Algorand-ს ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის გამოიყენებს.

მაიამი ემზადება იყოს აშშ-ს ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც მონიტორინგს ჰაერის ხარისხს გაუკეთებს. ფრანგულმა გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კომპანია, Planetwatch-მა ჰაერის ხარისხის ხუთი განსხვავებული ტიპის სენსორი შეიმუშავა.

პროქტი PLANETS-ის ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. სენსორები განლაგდება მთელ ქალაქში, მათ შორის ქალაქის მაცხოვრებლების სახლებშიც.

როგორც ცნობილია, თითოეული სენსორი ჰაერის დაბინძურების კონცენტრაციას კონკრეტულ ტერიტორიაზე ამოიცნობს.

ქსელში გაერთიანებისას, პროგრამა მაცხოვრებლებს და ქალაქის ოფიციალურ პირებს დაეხმარება გაიგონ, თუ სად არის დაბინძურების მაღალი დონე.

სენსორების მიერ შეგროვებული მონაცემები Algorand-ის Blockchain-ზე ჩაიწერება, სადაც ის მუდმივად იქნება შენახული.

აღსანიშნავია, რომ მაიამის მერი, ფრენსის სუარესი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების დიდი ხნის გულშემატკივარია.

”ამ პროექტის მონაცემები გადამწყვეტ როლს ითამაშებს კლიმატთან ადაპტაციის მცდელობებში, ისევე როგორც ჩვენს ამბიციებში, რომ მაიამი ციფრული კაპიტალის ბაზრების ეპიცენტრად ვაქციოთ”,- განაცხადა ფრენსის სუარესმა.

მაცხოვრებლები, რომლებიც დათანხმდებიან სენსორის გაშვებას საკუთარ სახლში, დაჯილდოვდებიან Planet Tokens-ით. აღნიშნული ვალუტა შეიძლება გაიყიდოს ტრადიციულ ვალუტაში ან Earth Credits-ში გადაიცვალოს. Earth Credits-ი არის ტოკენები, რომლებსაც PlanetWatch-ი თავისი პროდუქტებისა და სერვისების შიდა მოხმარებისთვის იყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი