გარკვეულ შემთხვევებში კონგრესმენი კრიპტოვალუტის სექტორზე მეთვალყურეობის გამკაცრებას ითხოვს

0
837

ჩრდილოეთ კაროლინას წარმომადგენელმა, ტედ ბადმა 2022 წლის omnibus America CompETES-ის აქტში შესატანი ცვლილების ვარიაცია წარმოადგინა.

ცვლილებების მიხედვით, ხაზინის დეპარტამენტს მიენიჭება უფლება „სპეციალური ზომები“ მიიღოს. ამ უკანასკნელში კი იგულისხმება გაურკვეველი თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებული მეთვალყურეობა და აკრძალვები.

Coin Center-ი არის კრიპტო ადვოკატირების ჯგუფი, რომელიც გასულ წელს მხარს უჭერდა კონექტიკუტის წარმომადგენლის, ჯიმ ჰაიმსის მიერ შემოთავაზებულ დებულებას.

ჰაიმსის დებულების მიხედვით, შესაძლებელი იყო საჯარო კონსულტაციებისა და „სპეციალური ზომების“ შესახებ ბრძანების ვადების შეზღუდვა.

ეს უკანასკნელი, სახელმწიფო ხაზინის უფლებებს ლოგიკურ ჩარჩოში აქცევდა. თუმცა, თუ ტედ ბადის დებულება დამტკიცდა ის არამხოლოდ კრიპტოვალუტის ინდუსტრიას, არამედ კონფიდენციალურობის ელემენტარულ კანონებსაც დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებს.

Coin Center-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯერი ბრიტოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონგრესმენის დებულებას, თავად ტედ ბადმა უპასუხა და განაცხადა:

„ფინანსთა დეპარტამენტს არ უნდა ჰქონდეს ცალმხრივი უფლებამოსილება მიიღოს ყოვლისმომცველი ეკონომიკური გადაწყვეტილებები წესების სრული სათანადო პროცესის უზრუნველყოფის გარეშე.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი