აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე საუბრობს.
გამოქვეყნებულ მოხსენებაში, სახელწოდებით “ციფრული მოდერნიზაციის სტრატეგია”, თავდაცვის სამინისტრო საუბრობს ქვეყნის ციფრული თავდაცვის წინსვლის შესახებ.
როგორც ცნობილი გახდა, თავდაცვის დეპარტამენტი უკვე მუშაობს პლატფორმის შექმნაზე, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს შეტყობინებების გადაცემასა და ოპერაციების დამუშავებას.
ამ ეტაპზე ისიც გახდა ცნობილი, რომ Blockchain ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სადაზვერვო სამსახურსა და პენტაგონშიც კი.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ასევე ექსპერიმენტულ სამუშაობს ატარებს Blockchain-ზე, რათა მონაცემთა ბაზების დაცვისთვის კოდი შეიქმნას.
თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს, რომ შეცვალოს ძველი აპარატურა კრიპტოგრაფიული სისტემებით, რათა ქვეყანამ შესძლოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებს უპასუხოს.
თავდაცვის დეპარტამენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ Blockchain ტექნოლოგია არის საიმედო, სანდო და გამჭვირვალე და ამასთანავე, უსაფრთხო.