აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა მოითხოვა Chainalysis-ის ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის კვლევა, რათა Blockchain ტექნოლოგიის ოპერაციების მეთვალყურეობის მცდელობები გაძლიერდეს.
სააგენტომ დაადასტურა, რომ მათ განზრახული ჰქონდათ Chainalysis’s Rumker-ის კვლევაში ჩართვა, რათა სახელმწიფოს და კონტროლის ორგანოებს ჰქონდეთ მეტი ბერკეტი კრიპტო ოპერაციების მეთვალყურეობაზე.
ბოლო ცნობაში ნათქვამია, რომ სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი მოითხოვს კომერციული ონლაინ მიკვლევას Blockchain-ზე დაფუძნებული აპლიკაციის საშუალებით, რათა მოხდეს უსაფრთოხების ნორმების გამკაცრება და საჭიროების შემთხვევაში გამომძიებლებს ჰქონდეთ ბერკეტები, რათა სათანადოდ წარმართონ საქმე.
OFAC-ი არის აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დაზვერვისა და აღსრულების სააგენტო, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მიზნების მხარდასაჭერად.
პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ძირითადი მიზანი არის აშშ-ს მთავრობისა და უცხოელი პარტნიორების თანამშრომლობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებებში. სააგენტოს ასევე აქვს სხვა ბერკეტები: ისეთი კონფიდენციალური მონეტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, როგორიცაა Monero.