Compass Mining-ი 25000 ASIC მაინერს ამატებს

0
1182

პერსონალის შემცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ Compass Mining-ი 25000 ASIC მაინერს დაამატებს.

პერსონალის გათავისუფლებისა და ხელფასების შემცირების გამოცხადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, Compass Mining-მა საზოგადოებას თავისი ქსელის გაფართოვების შესახებ ამცნო. Compass Mining-ი ახალ კრიპტო მაინინგ ცენტრს გახსნის გრანბერიში, ტექსასში. კომპანია თავდაპირველად 75 მეგავატი (MW) სიმძლავრით იმუშავებს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ ორი კვირის წინ თავის თანამშრომლების 15% გაანთავისუფლა, ასევე 15% წამყვან თანამდებობზე მყოფ თანამშრომელბს შეუმცირა ხელფასები.

კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება არსებული კრიპტო რეალობით არის განპირობებულია.

კომპანიამ ასევე გაანთავისულფლა აღმასრუელებლი დირექტორები და გააუქმა ერთი ფერმა, რომელიც თავის დროზე გადასახადების გადაუხდელობის გამო იქნა შეჩერებული.

Compass Mining-ის თქმით, უახლესი ფართომასშტაბიანი განლაგება აგვისტოში დაიწყება და რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გაფართოება მოიცავს გეგმებს 25,000 აპლიკაციისთვის სპეციფიკური ინტეგრირებული მიკროსქემის (ASIC) მაინერების განლაგებას გრანბერიში არსებულ Wolf Hollow ქარხნის ადგილზე, მათ შორის ახალი თაობის ბიტკოინის მაინერების დაამტებას და ამით არსებული ტექნიკის გამრავალფეროვნებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი