ჯო ბაიდენმა ფიცის დადების შემდეგ პირველად მოაწერა ხელი თავის 82-ე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც პირდაპირ ციფრული ვალუტების მარეგულირებელ სისტემას ეხება.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანება სამთავრობო უწყებებს ავალდებულებს, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პოტენციური გავრცელება გამოიკვლიონ.
ამასთან მათ უნდა გამოიკვლიონ კრიპტოვალუტების ბაზარი და მიმოქცევა.
ბევრი მედია საშუალება წერდა, რომ აღნიშნული ბრძანების ხელმოწერა თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო საკითხი დღის წესრიგიდან დროებით მოიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში პირადაპირ არასდროს საუბრობს კრიპტოვალუტაზე. შესაბამისად, მისი პოზიცია მეტ-ნაკლებად ბუნდოვანია.
ამჯერადაც აღმასრულებელი ბრძანების გამოცემა მეტწილად რუსეთთან შექმნილი სიტუაციიდანაა გამოწვეული, რათა რუსეთის მხრიდან კრიპტოვალუტის გამოყენება სანქციების თავიდან აცილების მიზნით არ მოხდეს.
აღმასრულებელ ბრძანებაში სამჯერ იყო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების რისკების შესახებ საუბარი.