ამერიკულ საზოგადოებაში კრიპტოვალუტის შესახებ დისკუსია არ წყდება

0
956

ბოლო დროს კრიპტო ლობისტების ზრდამ კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად განწყობილი საზოგადოების წევრების გააქტიურება გამოიწვია.

მათ, ცოტა ხნის წინ, მარეგულირებელ ორგანოებს ღია წერილით მიმართეს და კრიპტო ლობისტების გავლენის შემცირება სთხოვეს.

ამან თავის მხრივ, ციფრული ვალუტის მომხრე საზოგადოების გაღიზიანება გამოწვია.

კრიპტოვალუტის საწინააღმდეგოდ წერილს 26 ადამიანმა მოაწერა ხელი და მასში კრიპტო განხილული იყო, როგორც რისკების, ხარვეზებისა და დაუდასტურებელი ციფრული ფინანსური ინსტრუმენტი. ამის გამო მარეგულირებელებს მოუწოდეს, რომ შექმნილიყო მკაცრი რეგულაციები კრიპტო ბაზრისათვის და ზოგადად Blockchain ტექნოლოგიისათვის.

“კრიპტო საზოგადოება”, რასაკვირველია, მდუმარედ არ შეხვედრია აღნიშნულ წერილს. ადვოკატმა პრესტონ ბირნმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერილში გამოთქნულ მოსაზრებებს უპასუხა.

ადვოკატის თქმით, “კრიპტო საზოგადოებას” უბრალოდ მარეგულირებელი სიცხადე სჭირდება.

პრესტონ ბირნის გარდა, CoinShares-ის მთავარმა სტრატეგიის ოფიცერმა, მელტემ დემიორსმა, ხელმომწერები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი “ტროლები” არიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი