2022 წელს ვაიომინგის სენატორი კრიპტო კანონპროექტს წარადგენს

0
1087

ვაიომინგის სენატორი, სინტია ლუმისი, შეერთებული შტატების ერთ-ერთი კანონმდებელი, რომელიც მრავალი კრიპტო კანონპროექტის უკან დგას, მომავალ წელს ყოვლისმომცველი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.

სინტია ლუმისის შემოთავაზებული კანონპროექტი მიზნად ისახავს სტაბილკოინებზე მარეგულირებელი სიცხადის უზრუნველყოფას. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს ციფრული ვალუტების კლასიფიცირებასა და მომხმარებელთა დაცვას.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდა ამისა, ამერიკელი სენატორი ინიციატივით გამოდის, რათა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიების ერთობლივი იურისდიქციის ქვეშ კრიპტოვალუტის ბაზრის ზედამხედველობის მიზნით სპეციალური ორგანო შეიქმნას.

Twitter-ზე, ლუმისმა ამერიკელ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მიმართონ შესაბამის სენატორებს კანონპროექტის მხარდასაჭერად. სინტია ლუმისმა ისიც აღნიშნა, რომ ორპარტიულ თანამფინანსებლებს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში სინტია ლუმისი ფედერალურ სარეზერვო სისტემას (Fed) კრიპტო ბანკების საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებდა.

Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლუმისმა განაცხადა, რომ Fed-ი უსამართლოდ ეპყრობოდა სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო ინსტიტუტებს, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც Blockchain ბანკები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი