აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტი კრიპტოვალუტის რეგულირების მომხრეა

0
1050

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მიმოხილვა სანქციების შესახებ.

დეპარტამენტმა მთავრობას მოუწოდა, რომ გააკეთოს და იმუშავოს მეტი ციფრული ვალუტების ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკის შესამუშავებლად.

ანგარიშში, ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების მზარდმა გამოყენებამ სანქციების განხორციელება ჰუმანიტარული ორგანიზაციების სახსრების დაბალანსების დროს შეაფერხა.

დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ უკეთესი კომუნიკაცია კრიპტოვალუტის ინდუსტრიასა და ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს მიმდინარე პოლიტიკის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კრიპტოვალუტის სფერო რეგულაციასა და კონტროლს საჭიროებს. სხვა შემთხვევაში, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ფინანსური სექტორისთვის ციფრული ვალუტა საზიანო აღმოჩნდეს.

”სანქციები არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გასაუმჯობესებლად. სახაზინო სანქციების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს მძლავრი ინსტრუმენტი აგრძელებს შედეგების მიღწევას, მაგრამ ასევე ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ამ კრიტიკული ინსტრუმენტის მოდერნიზებისა და გაძლიერებისათვის”,- აღნიშნა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეიემომ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა კრიპტო დანაშაულთან საბრძოლველად ეროვნული ჯგუფის შექმნა ერთი კვირის წინ დაანონსა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი