კალიფორნია აშშ-ს ყველაზე კრიპტო მეგობრულ შტატად დასახელდა.
კალიფორნია გახდა ყველაზე კრიპტო მეგობრული იურისდიქცია შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის ბანკომატების სიმრავლისა და შტატის მოსახლეობაში ციფრული ვალუტებისადმი მზარდი ინტერესის წყალობით.
10-დან 5.72 ქულით, კალიფორნიამ კრიპტო მზაობის ინდექსში „დაამარცხა“ ნიუ-ჯერსი (5.44), ტექსასი (5.28), ფლორიდა (5.03) და ნიუ-იორკი (4.29). შტატების ქულათა საერთო რაოდენობა ასევე 2.54 პუნქტით აღემატებოდა ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.
ქულათა დადგენაში მნიშვნელოვანი როლი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული Google-ის ძიებებმა შეასრულა. ასევე ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ბანკომატების არსებობამ და თითოეულ შტატში Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გადასახადების რაოდენობამ.
კალიფორნია პირველ ადგილს იკავებს Google–ის კრიპტო ძიებებითა და კრიპტო ბანკომატების რაოდენობით.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის სენატის საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების კომიტეტმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი 2020 წელს მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი ციფრული ვალუტების განსაზღვრას ითვალისწინებდა.
კანონპროექტი სენატს უმრავლესობის ლიდერმა იან კალდერონმა შესთავაზა. იგი აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტას ფასიანი ქაღალდის სტატუსი არ უნდა მინიჭებოდა.
კანონპროექტი მომხმარებელთა დაცვაზეც იყო ორიენტირებული.