ამერიკული კინოკომპანია AMC Entertainment-ი მიზნად ისახავს, რომ 2022 წლისათვის კრიპტო გადახდები შემოიღოს.
კომპანიის განცხადებით ბილეთის ყიდვა კრიპტოვალუტით უნდა გახდეს შესაძლებელი.
AMC–ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ აარონმა განაცხადა, რომ კინოთეატრების ქსელი აპირებს, რომ მოიყვანოს მზადყოფნაში მათ ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა კრიპტოს გადახდის სისტემაში დასამატებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის მიღებასთან დაკავშირებით AMC– ს გეგმის დეტალები ჯერ უცნობია, აარონმა მომხმარებლებს მოუწოდა აღნიშნული კრიპტო გადახდის სიტემით სარგებლობისაკენ.
AMC– ის მეორე კვარტლის შედეგებმა აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გასულ წელთან შედარებით. უფრო კონკრეტულად კი კომპანიამ წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 444 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ბიტკოინის გადახდების მიღებასთან ერთად, AMC–მ ასევე განაცხადა, რომ კინოთეატრების გახსნას ათზე მეტ ადგილას აშშ-ში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გეგმავს.