Celsius-ის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზრდილია

0
1145

Celsius-ი დაფინანსების რაუნდს 750 მილიონ დოლარამდე აფართოებს.

კრიპტოსესხების გამცემმა კომპანიამ, Celsius Network-მა საზოგადოებას განუცხადა, რომ მისი B სერიის დაფინანსების რაუნდი, რომლის შემოსავალი 400 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული გაიზრდება და 750 მილიონი დოლარი იქნება. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოებაში კომპანიისადმი ინტერესი იზრდება.

კომპანია ახლა 3,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს მაშინსკიმ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მოელის, ამ ღირებულების ზრდას, გაორმაგებას ან გასამმაგებას, რის შედეგადაც მომავალ წელს კომპანია 7 დან 10 მილიარდამდე ეღირება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მოუწია ოქტომბერში დაფინანსების რაუნდის დახურვა, რადგან კრიპტოვალუტის კომპანიების ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობდა.

Celsius-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს მაშინსკიმ იმ დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება ფულს და თუნდაც კონკრეტულად 400 მილიონ დოლარს. მან განაცხადა, რომ ეს ნდობის საკითხი იყო.

გამოქვეყნებულ განცხადებაში კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი თანხები ახალ ბაზრებზე გადაინაცვლებს. ასევე შემოსავალი განაწილდება ცენტრალური (CeFi) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროექტზე სახელწოდებით – “CelsiusX”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი