აშშ-ს ხაზინის მდივანი: კრიპტოვალუტების ბოროტად გამოყენება მზარდი პრობლემაა

0
1131

“კერძო სექტორის ინვესტიციები უზარმაზარ რესურსებს აძლევს მთავრობას კრიპტოვალუტის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში”,- განაცხადა აშშ-ს ხაზინის მდივანმა, ჯენეტ იელენმა. ის შეშფოთებულია კრიპტოვალუტის კრიმინალურ საქმეებში გამოყენების გამო.

ფინანსური სექტორის ინოვაციების მრგვალ მაგიდასთან საუბრის დროს, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების ბოროტად გამოყენება მზარდი პრობლემაა გლობალური პანდემიით გამოწვეული კიბერშეტევების პარალელურად.

მდივანმა იელენმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის მსგავსი ახალი ტექნოლოგიების პოტენციალის მიუხედავად, ასეთი აქტივები კვლავ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

”მე ვხედავ ამ ახალი ტექნოლოგიების პოტენციალს, მაგრამ ასევე ვხედავ რეალობას: კრიპტოვალუტები გამოიყენეს ნარკოტიკების ყიდვის მიზნით, ონლაინ ტრეფიკინგის ხელშეწყობისთვის და ფულის გათეთრებისთვის; კრიპტოვალუტა ტერორიზმის დასაფინანსებლად ერთ-ერთი საშუალება აღმოჩდა”, – განაცხადა ჯენეტ იელენმა.

თუმცა ის ასევე აღნიშნავს და ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ კერძო სექტორს და ინვესოტრებს, ვინც დაინტერესებულნი არიან კრიპტოვალუტით, პატიოსანი გზებით ფულის შოვნას ეთანხმებიან და ხედავენ ციფრული ვალუტის სამომავლო შესაძლებლობას, დიდი წვლილი შეაქვთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი