კვლევა: აშშ-ს მოქალაქეთა უმეტესობა ცენტრალური ბანკის ციფრული დოლარის გამოშვების წინააღმდეგია

0
1789

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა უმეტესობა ცენტრალური ბანკის ციფრული დოლარის გამოშვების წინააღმდეგია.

კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიის Genesis Mining–ის ახალი კვლევის თანახმად, აშშ–ს მოქალაქეთა უმრავლესობა წინააღმდეგია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღებისა.

Genesis mining-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ 400 მონაწილედან 25%-ზე ნაკლები ეთანხმება წინადადებას, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას ქაღალდის ფულზე, ციფრული დოლარის სასარგებლოდ, ხოლო ნახევარზე მეტი წინააღმდეგია.

ამასთანავე, 12 თვის განმავლობაში ციფრული ვალუტის მომხრეთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა 2019 წელთან შედარებით. მაშინ გამოკითხულთა მხოლოდ 13% ეთანხმებოდა ციფრული დოლარის შემოღებას.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 85%-ზე მეტი იცნობს ციფრულ აქტივებს მათთვის ის მაინც კრიმინალთან ასოცირდება და შესაბამისად მხარსაც არ უჭერს მის შემოტანას.

თუმცა აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია COVID-19 პანდემიის დროს არსებული ფინანასური სიტუაციის ფონზე, რაც სრულ სურათს ვერ ხატავს.

აღნიშნული კვლევა ასევე ითვალისწინებდა ფინანსური განათლების დონეს, რაც არც თუ ისე მაღალ ნიშნულზეა.

ამიტომ ცენტრალური ბანკი ციფრული დოლარის გამოშვებამდე ბაზრის შესწავლას კვლავ გააგრძელებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი