აშშ-ს ბიტკოინის მაინინგ კომპანია, Core Scientific-მა 2021 ფისკალური წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელთან შედარებით შემოსავალი 803%-ით გაზარდა.
შემოსავალმა 544.5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანი მოგება კი 2443%-ით გაიზარდა და 238.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
კომპანიამ განცხადებაში ხაზი გაუსვა ჰეშის სიჩქარის ზრდას, მაინინგის აღჭურვილობის გაყიდვებს, ჰოსტინგის შემოსავალს, ციფრული ვალუტების მაინინგის შემოსავალს, როგორც გაუმჯობესებული მუშაობის ძირითად მიზეზებს. ბიტკოინის მზარდმა ფასმა ასევე დიდი როლი ითამაშა.
შედეგები 29 მარტს გამოქვეყნდა და მთლიანი წმინდა შემოსავალი აჩვენა, რომელიც გასულ წელს 47,3 მილიონს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს დაფიქსირებული 12.2 მილიონი დოლარის წმინდა ზარალთან შედარებით.
Core Scientific-ის შემოსავლების ნაკადების თვალსაზრისით, ჰოსტინგის შემოსავალი 91%-ით გაიზარდა 2020 წლიდან 21 წლამდე და 79,3 მილიონ დოლარს მიაღწია.
აღჭურვილობის გაყიდვები 1,871%-ით გაიზარდა და 248,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ციფრული ვალუტების მაინინგის შემოსავალი კი 3,440%-ით გაიზარდა, რაც 216,9 მილიონ დოლარიანი შემოსავლით დადასტურდა.