SDIG-ი ნახშირის მავნე ნარჩენებს გადაამუშავებს და მაინინგისთვის გამოიყენებს

0
922

პენსილვანიაში მდებარე კრიპტომაინინგის კომპანია, Stronghold Digital Mining-ი (SDIG), ძველი ელექტროსადგურების ნარჩენებს ახალ ენერგიად გარდაქმნის და მას მაინინგისათვის გამოიყენებს.

საუბარია ქვანახშირის მოპოვებისა და მისი გადამუშავების დროს გამოყოფილ ნარჩენებზე, რომელსაც ემისიის კონტორილებად გარემოში თავიდან გადაამუავებენ და ახალ ენერგიას მიიღებენ.

ქვანახშირის ნარჩენმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალი გარემოსდაცვითი პრობლემა, როგორიცაა წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ასევე სადრენაჟე სისტემაში ე.წ. მჟავე წყლების გაჟონვა.

კომპანიამ კი ამ ნარჩენების შეგროვება და მათი უსაფრთხოდ განადგურება კრიპტო მაინინგისთვის ენერგიის გამომუშავების ახალ გზად უნდა აქციოს.

როგორც ცნობილია, პენსილვანიის შტატი სიდიდთ მესამე ნახშირმომპოვებელი რეგიონია აშშ-ს ტერიტორიაზე, სადაც 2200 ფუნტი ნახშირიდან 880 ფუნტი ნარჩენი გამოიყოფა. Stronghold-ის შეფასებით, მხოლოდ პენსილვანიაში 220 მილიონ ტონაზე მეტი მავნე ნარჩენია.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინმა და სხვა კრიპტოვალუტებმა ბოლო პერიოდში, გარემოს დამცველთა და მთავრობების დიდი ყურადღება მიიპყრეს მათი ენერგო ინდუსტრიაზე დამოკიდებულების გამო.

ამიტომ საჭირო გახდა ენერგიის მისაღები ალტერნატიული გზების ძიება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი