ავსტრალია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს

0
865

ავსტრალიელმა სენატორმა, ენდრიუ ბრაგმა ავსტრალიის Blockchain კვირეული საკანონმდებლო წინადადებით გახსნა. სენატორი იმედოვნებს, რომ მისი ახალი კანონპროექტი ციფრული ვალუტების ახალი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.

ციფრული სერვისების შესახებ შემოთავაზებული საკნონმდებლო (DSA) პაკეტი, კრიპტო ბაზრის ლიცენზირების, მეურვეობის, დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAOs), დებანკისა და გადასახადების სფეროში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

სენატორმა ბრეგმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ კანონპრექტი დაიცავს კრიპტო მომხმარებლებს მავნე ოპერატორების ზემოქმედებისგან.

სენატორმა ბრაგმა კანონპროექტის ოთხი ძირითადი ასპექტი გამოყო, რომლითაც DSA ხელმძღვანელობს.

მან განმარტა, რომ DSA იქნება ტექნოლოგიურად ნეიტრალური, ასევე ექნება ფართო და მოქნილი პრინციპები, მას დაარეგულირებს მინისტრი და არა ბიუროკრატიული სააგენტო, ასევე მის გამართულ მუშაობას მოხმარდება სამთავრობო რესურსი და პერსონალი.

სენატორის აზრით, მსგავსი საკანონმდებლო ჩასწორებები ავსტრალიას დაეხმარება აჩვენოს დანარჩენ სამყაროს, რომ ქვეყანა მზად არის კრიპტო ინდუსტრიაში მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად.

ავსტრალიის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კომპანიებზე დაკისრებული გადასახადები მთავრობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარ წყაროს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის შემდეგ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი