ვირჯინიის შტატის ბანკები კლიენტებს კრიპტო სერვისებს შესთავაზებენ

0
1100

აშშ-ს შტატ ვირჯინიას სენატმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტის შესწორების მოთხოვნა, რომელიც ახლა ვირჯინიის თანამეგობრობაში მოქმედ ტრადიციულ ბანკებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ ციფრული ვალუტის სერვისები.

დელეგატმა კრისტოფერ თ. ჰედმა იანვარში წარდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ტრადიციულ ვალუტებში მომუშავე ბანკებისათვის ციფრულ ვალუტაში მომსახურების უფლების მინიჭებას.

„ბანკებს შეუძლიათ თავის მომხმარებლებს შესთავაზონ ციფრული ვალუტის სერვისები მანამ, სანამ მათ აქვთ 26 ადეკვატური პროტოკოლი რისკების ეფექტურად მართვისა და მოქმედი კანონების შესასრულებლად”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

კანონპროექტი სენატმა მიიღო ხმების სრული უმრავლესობით 39-0-ის წინააღმდეგ. ამჟამად, კანონპროექტი ვირჯინიის გუბერნატორის, გლენ იანგკინის ხელმოწერას ელოდება.

ბანკებმა, რომლებიც აპირებენ კლიენტებისთვის ამ სერვისის შეთავაზებას, უნდა დაიცვან კანონპროექტში აღნიშნული სამი კონკრეტული მოთხოვნა:

დანერგონ რისკების მართვის ეფექტური სისტემები, გააჩნდეთ ადეკვატური სადაზღვევო დაფარვა და გაააქტიურონ ზედამხედველობის პროგრამა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად.

თუმცა სენატი მოითხოვს, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ აქტივებს კრიპტოვალუტაში და ბანკისგან მიიღებენ შესაბამის მომსახურებას, საფულეების უსაფრთხოების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი