ბილ აკმანი: კრიპტოვალუტის სექტორზე საჭიროა მარეგულირებელი ზედამხედველობის გაზრდა

0
925

მილიარდერი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მენეჯერი ბილ აკმანი აცხადებს, რომ ის კვლავ აფასებს კრიპტოვალუტებს, მიუხედავად FTX კრიპტოვალუტის ბირჟის ბოლო კრახისა და ბაზრის არეულობისა.

Pershing Square Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი გამოწვევებისა კრიპტოვალუტა არსებობას განაგრძობს.

თუმცა მისი თქმით, საჭიროა მარეგულირებელი ზედამხედველობის გაზრდა.

ბილ აკმანი არის მილიარდერი ამერიკელი ინვესტორი, რომელმაც ბოლო დროს მოითხოვა მარეგულირებელი ბარიერების მოხსნა და რეგულაციების შემსუბუქება ნიუ-იორკში, რათა ქალაქი კრიპტო ცენტრად იქცეს.

„ვფიქრობ, რომ სათანადო ზედამხედველობითა და რეგულირებით ციფრულ ვალუტას აქვს პოტენციალი დიდი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას. ამასთანავე, კრიპტო ეკოსისტემის ყველა ლეგიტიმური მონაწილე უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ იპოვოს და აღმოფხვრას თაღლითური სქემები”,- განაცხადა ბილ აკმანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი