აშშ: ქვეყანას აქვს მოქნილი კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემა

0
1357

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის კორპორაციის ფინანსების განყოფილების დირექტორმა, ბილ ჰინმანმა ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა კრიპტოვალუტის რეგულირების მიღწვებზე საუბარს დაუთმო.

ფასიანი ქაღალდების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შენიშვნებში ბილ ჰინმანმა აღნიშნა, რომ კომისიის ჩანაწერი ღიაა ისეთი ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა კრიპტოვალუტა და Blockchain-ი.

”ფასიანი ქაღალდების ფედერალური კანონების გამოყენება ახალ და განვითარებად ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ციფრული აქტივები, სრულიად ახალი მარეგულირებელი სისტემის შექმნის გარეშე (როგორც ეს სხვა იურისდიქციამ უნდა გააკეთოს) არის ჩვენი ფასიანი ქაღალდების რეჟიმის მოქნილი ხასიათის დადასტურება. ამან საშუალება მოგვცა, ნაბიჯი გადავდგათ ინოვაციებისაკენ, ხელი შევუწყოთ კაპიტალის ფორმირებასა და შეგნებულად, გააზრებულად და ეფექტურად დავიცვათ ინვესტორები”,- განაცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის კორპორაციის ფინანსების განყოფილების დირექტორმა.

გარდა ამისა, ბილ ჰინმანმა კომისიის ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიის სტრატეგიული ჰაბის, ანუ FinHub– ის 2018 წელს გაშვებაზე ისაუბრა.

აღნიშნული ჯგუფი შეიქმნა იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს FinTech კომპანიებთან ურთიერთობა. კერძოდ, ციფრული აქტივებისა და განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის კომპანიებთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი