აშშ-ს მარეგულირებლები სტაბილკოინის რეგულაციას განიხილავენ

0
936

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები შეთანხმდნენ, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია შეერთებული შტატების სტაბილკოინის სექტორის რეგულირებას უხელმძღვანელებს.

Bloomberg-ის თანახმად, კომისიამ აშშ-ს სხვა სააგენტოებთან შეთანხმებას მიაღწია, რათა კანონმდებლობის აღსრულებასა და სტაბილკოინის ინდუსტრიის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ახალი, მნიშვნელოვანი უფლებამოსილება სექტორზე ოფიციალურად გამოცხადდება სახაზინო დეპარტამენტის სტაბილკოინის შესახებ მომზადებულ მომავალ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება.

ანგარიში ასევე განმარტავს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის და სახაზინო დეპარტამენტის მარეგულირებელ იურისდიქციას სტაბილურ ტოკენებთან დაკავშირებით.

სახაზინო ანგარიშის შესახებ პრეზიდენტის ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ჯერ კიდევ ივლისში, გახდა ცნობილი.

აღნიშნული სამუშაო ჯგუფი შედგება აშშ-ს უმაღლესი მარეგულირებელი სააგენტოების უმაღლესი წარმომადგენლებისგან, მათ შორისაა სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე, გერი გენსლერი, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, როსტინ ბეჰნამი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი