აშშ-ს 43-ე ხაზინადარი რიპლის მმართველ საბჭოს უერთდება

0
1485

აშშ-ს ყოფილი ხაზინადარი რიპლის საბჭოს უერთდება.

შეერთებული შტატების 43-ე ხაზინადარი, როსა გუმატაოტაო რიოსი, რიპლის დირექტორთა საბჭოს შეუერთდება. განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ რიოსი, რომელიც აშშ–ს მთავარი ხაზინადარის თანამდებობას ასრულებდა 2009–დან 2016 წლამდე კომპანიის ხელმძღვანელი გუნდის წევრი გახდება.

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა რიოსის გამოცდილება, როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე მისი წარმატება სწარაფად მზარდ ბიზნესში, რამაც განაპირობა მისი, როგორც ახალი წევრის კომპანიაში შემოსვლა.

საინტერესოა, რომ რიოსის სახელი უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დოლართან, ვიდრე კრიპტოვალუტასთან, რადგან მისი ხელმძღვანელობის დროს დაბეჭდილ ყველა დოლარს როისის, როგორც მთავარი ხაზინადარის, ხელმოწერა აქვს.

”რიპლი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კრიპტოვალუტა არსებითი და ლეგიტიმური როლით, რათა ხელი შეუწყოს გადახდებს გლობალურ დონეზე. Blockchain-ი და ციფრული ვალუტა მომავალი გლობალური ფინანსური სისტემების საწყისია”,- განაცხადა როსა გუმატაოტაო რიოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი