ავსტრალიელი სენატორი: მარეგულირებელი სისტემის არსებობა აუცილებელია

0
1201

ავსტრალიის ახალი სამხრეთი უელსის სენატორი, ენდრიუ ბრეგი ამტკიცებს, რომ სანდოობასა და ვალიდობას ქვეყნის განვითარებადი ციფრული ვალუტის სექტორში მკაცრი რეგულაციები მოიტანს.

ადგილობრივ გამოცემა Finder-თან საუბრისას, ავსტრალიის, ტექნოლოგიებისა და ფინანსური ცენტრის სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა, რომ ქვეყნის კრიპტო სექტორს უკვე გააჩნია ის მზადყოფნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ახალი რეგულაციების შემოღება, რათა საბოლოოდ მიღწეულ იქნეს ლეგიტიმაციის და სანდოობის ახალი ზღვარი.

ენდრიუ ბრეგმა დაამატა, რომ ის ახალ რეგულაციებს უახლოეს 12 თვეში ელოდება.

მოხსენებაში მოცემულია 12 რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის სექტორთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გადაჭრას.

საკითხებს შორის არის საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქება კრიპტო მაინერებისთვის, რომლებიც განახლებად ენერგიას იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში სენატორმა ენდრიუ ბრეგმა ადგილობრივ ინდუსტრიულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ამოქმედება მომავალ წელს დაიწყებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი