რიპლის აღმასრულებელი დირექტორი: ბანკებმა ინოვაცია უნდა გამოიყენონ

0
2518

რიპლის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გერლაინგჰაუსი აცხადებს, რომ უმსხვილეს ბანკებს აქვთ მნიშვნელოვანი მიზეზები, რათა კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყონ.

აღმასრულებელმა დირექტორმა ამის შესახებ კომენტარი Recode Decode-სთან გააკეთა.

ინტერვიუს დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიპლის მიდგომა ფინანსურ ინსტიტუტებთან და მარეგულირებლებთან სრულად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში. აღმასრულებელმა დირექტორმა ისიც განაცხადა, რომ რიპლი მარეგულირებელ სისტემასთან ერთად მუშაობს და არა, მის წინააღმდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრედ გერლაინგჰაუსი შეშფოთებას გამოთქვმას ანონიმური გადარიცხვების გამო, რომელიც ფულის გათეთრებასა ან ტერორიზმის დაფინანსებას ემსახურება.

“ბანკები ძალიან მნიშვნელოვან მარეგულირებელ სტრუქტურას იყენებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ბანკები გააგრძელებენ ამ როლის შესრულებას. თუმცა ინოვაციური ტექნოლოგიებიც გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, ციფრული ვალუტა და Blockchain ტექნოლოგია არის ის ინოვაცია, რომელიც ბანკებმა ბიზნესის ზრდისთვის უნდა გამოიყენონ”,- განაცხადა რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედ გერლაინგჰაუსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი