ავსტრალიაში კომუნალური გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტით შესაძლებელი იქნება

0
1797

ავსტრალიაში საგადასახადო კომპანია Gobbill-მა და კრიპტოვალურის სავაჭრო ბირჟა Cointree-მ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიზანდ ისახავს კირპტოვალუტებით გადასახადების გადახდას.

აღნიშნული პარტნიორობა ავსტრალიის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ 50-დან 100-მდე კრიპტოვალუტით შეძლონ კომუნალური გადასახადების გადახდა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: “ჩვენ მიერ დადებული ხელშეკრულება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ორივე პლატფორმის მეშვეობით, კომუნალური გადასახადები გადაიხადონ Cointree-ს საფულეში შენახული კრიპტოვალუტების საშუალებით.”

Gobbill-ის ვებ-გვერდზე კი ნათქვამია, რომ ავსტრალიაში მოქმედი ნებისმიერი პროვაიდერიდან მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს კომუნალური, სატელეკომუნიკაციო, სადაზღვევო გადასახადი და სხვა.

“ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ Gobbill-თან ინტეგრაციაზე, რათა ჩვენს ბირჟაზე მოცემული ნებისმიერი კრიპტოვალუტის გამოყენებით შეეძლოს მომხმარებელს გადახდა”,- წერია Cointree-ის ვებ-გვერდზე.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ინტეგრაცია დასრულდება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, კი მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიხადონ ბირჟაზე არსებული გადასახადები ნებისმიერი კრიპტოვალუტის გამოყენებით. მანამდე კი, მომხმარებლები გადასახადების გადახდას მხოლოდ ბიტკოინით შეძლებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი