ავსტრალიის მთავრობა 6 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტით Blockchain კომპანიებს დააფინანსებს.
ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა საჯარო საგრანტო სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გრანტების გაცემას იმ გუნდებისათვის, რომელებიც მუშაობენ Blockchain ტექნოლოგიებზე.
განაცხადები 29 აპრილამდე მიიღება. გრანტის მიღება შეუძლია ნებისმიერ ინდივიდუალურ ტრეიდერს, საჯაროდ დაფინანსებულ სამეცნიერო ორგანიზაციას ან ავსტრალიის ბაზარზე გაერთიანებულ სუბიექტებს, რომლებსაც აქვთ მთავრობისაგან მინიჭებული საქმიანობის დამადასტურებელი ლიცენზია.
თანხა მოხმარდება ორ განსხვავებულ ბიზნეს სექტორს: პირველი ესაა ალკოჰოლური სასმელების პლატფორმა. მთავრობა იმედოვნებს, რომ მხარს დაუჭერს გუნდს, რომელიც განიხილავს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთან დაკავშირებულ სირთულეებს.
ხოლო მეორე სექტორი წარმოადგენს დაფინანსების ის მხარეს, რომელიც მიზნად დაისახავს ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობის განმტკიცებას.
ოფიციალურ განცხადებაში დაფინანსების შესახებ ასევე ნათქვამია:
”ჩვენ ველით, რომ ამ პროგრამის წარმატება იქნება დასაწყისი თანამშრომლობისა, მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, სახელმწიფო მარეგულირებლის ჩათვლით.”