3 აპრილიდან ავსტრალიის კრიპტოვალუტის ბირჟები ახალ წესებს უნდა დაემორჩილონ, რომელიც ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ორგანომ დააწესა.
ავსტრალიის ტრანსაქციების ანგარიშებისა და ანალიზის ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: “ციფრული სავალუტო ბირჟები ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდნენ. ბირჟებს ასევე მოუწევთ გარკვეული პროცედურების გავლაც”.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბირჟებზე ოთხი მნიშვნელოვანი წესი ამოქმედდა:
1)მომხმარებელი ვალდებულია მარეგულირებლის მიერ მოითხოვნილი იდენტიფიცირების პროგრამა მიიღოს, რაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს შეამცირებს.
2)სავალდებულოა მომხმარებლის ვინაობის იდენტიფიცირება და გადამოწმება.
3)ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავსტრალიის ტრანსაქციების ანგარიშებისა და ანალიზის ცენტრი იყოს ინფორმირებული საეჭვო საკითხებთან დაკავშირებით.
4)ამასთანავე, ტრანზაქციები, რომლებიც მოიცავს ფიზიკური ვალუტით 10.000 დოლარს ან მეტს შვიდი წლის განმავლობაში აუცილებელია ამ ჩანაწერების შენახვა.
მნიშვნელოვანია ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც თან ახლავს ახალ რეგულაციებს. ეს ნიშნავს, რომ ტრანსაქციების ანგარიშებისა და ანალიზის ცენტრი მეტად შემწყნარებელი იქნება იმ ოპერატორების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნებს ჯერჯერობით ვერ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სამი აპრილიდან დაიწყება.