ჩინეთიდან სინგაპურში სასაქონლო ვაჭრობისთვის Blockchain-ი პირველად გამოიყენეს

0
1863

ჩინეთის ოთხი მსხვილი სახელმწიფო ნავთობკომპანიიდან ერთ-ერთის, “Sinochem Corporation-ის” შვილობილმა კომპანიამ ჩინეთიდან სინგაპურში საწვავის ვაჭრობისთვის Blockchain-ის ტექნოლოგია გამოიყენა.

Sinochem Energy Technology-ში განაცხადეს, რომ ეს იყო Blockchain-ის გამოყენების პირველი შემთხვევა სასაქონლო სავაჭრო პროცესში.

თუმცა, გასული წლის დეკემბერში Sinochem Group-მა, პირველი ნედლი ნავთობის იმპორტის ტრანზაქცია ასევე Blockchain-ით განახორციელა.

Blockchain ტექნოლოგია კარგად არის მიღებული ლოჯისტიკისა და გადაზიდვების სფეროში. ამ წლის იანვარში, პირველი გლობალური სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის Blockchain-ის გამოყენებით შედგა. ვაჭრობაში ხუთი სხვადასხვა მხარე იყო ჩართული, ხოლო გამოყენებული იყო Easy Trading Connect-ის Blockchain-ის პლატფორმა.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისმა გამოაქვეყნა განაცხადი ე.წ. Smart Package სისტემის, რომელიც Blockchain-ს გარემო პირობებისა და ადგილმდებარეობის დასაფიქსირებლად გამოიყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი