ავსტრალიამ საფოსტო სისტემაში ბიტკოინით გადახდის ფორმა დანერგა

0
1294

ავსტრალიის მოქალაქეებს საფოსტო სერვისის გადახდა უკვე ბიტკოინით შეუძლიათ.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ადგილობრივი კრიპტოვალუტის მომხმარებლები Bitcoin.com.au-ზე შეძლებენ ბიტკოინით გადახდას, ავსტრალიის ფოსტის 3,500-ზე მეტ ოფისში.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოლგერ ერიენსმა განმარტა, რომ გადახდის ახალი სისტემა ადამიანებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული იქნება.

”მრავალი ადამიანისთვის ბიტკოინით გადახდა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თანხის გადარიცხვა ინტერნეტით. ჩვენ ვამაყობთ ამ პარტნიორობით და მადლობას ვუხდით ავსტრალიას ფოსტას ახალი ტექნოლოგიებისადმი მათი ინტერესის გამო”,-განაცხადა Bitcoin.com.au-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ციფრული ტექნოლოგიებისა და საფოსტო მომსახურების შესახებ აღსანიშნავია იტალიის მაგალითი. 2019 წელს იტალიის საფოსტო სერვისის პროვაიდერი, Poste Italiane Blockchain საზოგადოების წევრი გახდა.

საფოსტო სერვისის პროვაიდერმა პრესრელიზში აღნიშნა, რომ პროექტი 2020 წლისთვის განხორციელდებოდა. Poste Italiane-ს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მონაცემთა დაცვაზე.

ამასთან დაკავშირებით, ფოსტამ განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგია ეფექტურად მოახდენდა რეაგირებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. უშუალოდ მთლიანი სისტემა კი გამჭვირვალე და ამავე დროს დაცული იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი