Twitter-ის დამფუძნებელი: კრიპტოვალუტა მომავალ საგადასახადო სისიტემაში დიდ როლს ითამაშებს

0
2186

Twitter-ისა და Square-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა მომავალ საგადასახადო სისიტემაში დიდ როლს ითამაშებს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კონსენსუსის კონფერენციაზე დორსიმ კრიპტო ენთუზიასტების ხედვა გაამჟღავნა. მან განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა მომავალში იქნება გლობალური გადახდის ლეგიტიმური საშუალება. დორსიმ ისიც აღნიშნა, რომ არ იცის, ბიტკოინი იქნება ეს თუ სხვა კრიპტოვალუტა, თუმცა დიდი იმედი აქვს, რომ ეს ბიტკოინი იქნება.

“ეს ტექნოლოგია ფუნდამენტური ცვლილებაა ჩვენს სამყაროში და შეიძლება ძალიან ბევრი დადებითი შედეგის მომტანი იყოს. ჩვენ მარეგულირებლების კუთხით უნდა ვიმუშაოთ და დავუმტკიცოთ მათ, თუ რატომ არის ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი”,- აცხადებს დორსი.

Square-ის გადახდის და ფინანსური მომსახურების გადაწყვეტილებების დეველოპერმა ბიტკოინის მიღება 2014 წლიდან დაიწყო. ხოლო, ამ წლის თებერვალში ყველა მომხმარებელს Cash აპლიკაციით ბიტკოინით ვაჭრობის საშუალება მიეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ Square-ის კომპანიაში ყველა არ იზიარებს დორსის შეხედულებებს. დორსი ამბობს, რომ ეს იყო საკმაოდ სადავო ნაბიჯი კომპანიაში. იქვე დასძენს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დებატები მიმდინარეობს.

დორსის განცხადებით, კომპანიის დირექტორთა საბჭოს ზოგიერთი წევრი კრიპტოვალუტის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილია.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ დორსიმ თავის ბოლოდროინდელი გამოსვლაში განაცხადა, რომ მომდევნო ათწლეულში ბიტკოინი მსოფლიო ერთიანი ვალუტა გახდებოდა:

“მსოფლიოს საბოლოოდ ექნება ერთიანი ვალუტა, ინტერნეტს ექნება ერთიანი ვალუტა. მე პირადად მჯერა, რომ ეს იქნება ბიტკოინი”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი