უკრაინა კრიპტოვალუტის ლეგალიზების კანონპროექტზე მუშაობს

0
1933

უკრაინის პარლამენტის წევრის, ალექსეი მუშაკის პოსტის თანახმად, პარლამენტი კრიპტოვალუტის ლეგალიზებისთვის ემზადება.

“უკრაინაში ციფრული ტოკენებისა და კრიპტოვალუტის პირობების შექმნა ბევრი ადამიანი მუშაობის შედეგია. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ნიუანსი გაირკვევა, საბოლოო ვერსია კი ორ კვირაში მზად იქნება”,- წერს ალექსეი მუშაკი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მიზნად ისახავს უკრაინის თავისუფალი და გამჭვირვალე ციფრული აქტივების ბაზრის შექმნას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ დონეზე კრიპტოვალუტების, ციფრული ტოკენებისა და “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენების შესაძლებლობას.

კანონი ასევე ითვალისწინებს მარეგულირებელ ღონისძიებებს ფულის გათეთრების, ტერორისტული დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების თავიდან არიდებას.

დოკუმენტი ასევე მხარს უჭერს ციფრული ლეჯერი ტექნოლოგიის (DLT) გამოყენებას. ასევე ცნობილია, რომ Blockchain-ი საჯარო სივრცეში, ჯანდაცვასა და განათლების სფეროში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა, კანონპროექტის შესახებ დოკუმენტი უკრაინის მოქალაქეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეების ერთ-ერთი შენიშვნა ეხება პირველად მონეტარულ შეთავაზებას.

საუბარია ICO-სთან დაკავშირებულ თაღლითურ ოპერაციებზე.

ამასთან დაკავშირებით, ალექსეი მუშაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ICO-სთან დაკავშირებით. მუშაკი იმასაც აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღოს პარლამენტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი