როგორ კლასიფიცირდება კრიპტოვალუტა

0
675

ფინანსური დიაგრამები ყოველდღიურად აჩვენებენ ციფრულ სამყაროში კრიპტოვალუტებზე მოხმარების ზრდადობის ტენდენციას. ლიდერის პოზიციას ბიტკოინი კვლავინდებურად ინარჩუნებს. მასზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად იზრდება ბიტკოინის ფასიც და რთულდება მისი მოპოვებაც. თუმცა, ბიტკოინის გარდა, ასევე, არსებობს სხვა ციფრული ვალუტები, რომლებიც კრიპტო რეიტინგში ბიტკოინთან ერთად ხვდება.

როგორც ცნობილია, ბიტკოინი 2009 წელს სატოში ნაკამოტომ შექმნა. ამ დრომდე უცნობია ბიტკოინი არის გუნდური მუშაობის შედეგად შექმნილი ციფრული ვალუტა, თუ მისი შემქმნელი მორიგი ტექნოლოგიების გენიოსი სპეციალისტია. ბიტკოინი შეიქმნა, როგორც ტრანზაქციების ერთგვარი მეთოდი, რომელიც გაცილებით სწრაფად ახორციელებს გადარიცხვებს, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო საფინანასო სტრუქტურა. ამასთანავე, ბიტკოინი დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მისი კონტროლის ბერკეტი. 2017 წლის ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა 15 000 დოლარს მიაღწია, კაპიტალიზაციამ კი, 220 მილიონს გადააჭარბა.

ლაითკოინი Google-ის ყოფილმა თანამშრომელმა ჩარლი ლიმ შექმნა. ლაითკოინი სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით ტრანზაქციების სისწრაფით გამოირჩევა. როგორც წესი, კომერციულ გადარიცხვებში ლაიტკოინის აქტიურად იყენებენ. ლაიტკოინის სისტემა 2011 წელს ჩაეშვა მოქმედებაში. ლაიტკოინს ხშირად „ვერცხლის ბიტკოინადაც“ მოიხსენიებენ. ლაიტკოინისა და ბიტკოინს შორის რამდენიმე განსხვავება არსებობს. მაგალითად, ლაიტკოინი უფრო სწრაფად ახდენს ტრანზაქციებს ვიდრე, ეს ბიტკოინით არის შესაძლებელი. თუმცა, მაინინგის მხრივ, ლაიტკოინი არც თუ მარტივად მოსაპოვებელია. მაინინგისას ლაიტკოინის კრიპტო ალგორითმი (FPGA and ASIC) ართულებს მის მოპოვებას, მაშინ, როდესაც ბიტკოინის ალგორითმი სულ სხვა, SHA-256 მექანიზმს იყენებს. 2017 წლის დასასრულს, ლაიტკოინი კრიპტოვალუტების ათეულის მეექვსე ადგილს იკავებდა. მისი ფასი 220 დოლარი, ხოლო კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარი იყო.

კრიპტოვალუტა რიპლი 6 წლის წინ გამოჩნდა. მსგავსად ლაიტკოინისა, რიპლიც უსწრაფესად უზრუნველყოფს გადარიცხვებს. სწორედ უსწრაფესი გადარიცხვების გამო, რიპლის მომხმარებელთა სიაში სოლიდური ბანკები არიან. ისეთი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, როგორიც ამერიკის ბანკია რიპლის კლიენტია. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით კრიპტოვალუტების უმრავლესობისგან, რიპლი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა. გარდა ბანკებისა, რიპლის აქტიური მომხმარებელია American Express-ი. გასული წლის, დეკემბრის ბოლოს რიპლის ფასი სულ რაღაც, 2 დოლარსა და 12 ცენტს, კაპიტალიზაცია კი, 82 მილიარდს შეადგენდა.

დეში 2014 წელს შეიქმნა. ის არის ორდონიანი კრიპტოვალუტა. ეს ნიშნავს, რომ პირველი დონის დროს იქმნება ახალი „ბლოკები“, რომელსაც მაინერი თავად “უმკლვადება”. რაც შეეხება მეორე დონეს, ის შედგება “masternodes“ ოპერატორისა და მაინერის ურთიერთობისგან. საქმე იმაშია, რომ მაინინგის დროს მიღებულ „ჯილდოების“ 90% მაინერი და ოპერატორი იყოფს. დარჩენილი 10% -ი კი იგზავნება სპეციალურ ფინანსურ პროექტებსა ან ე.წ. სახაზინო სისტემაში. დეშის ტრანზაქციები სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ანონიმურია და მხოლოდ ტრანზაქციაში მონაწილე პირებს აქვთ ინფორმაციაზე წვდომა. 2017 წლის ბოლო მონაცმების მიხედვით, დეშის ღირებულება 1008 დოლარი იყო, ხოლო კაპიტალიზაცია 7 მილიარდზე მეტს შეადგენდა.

ბიტკოინის შემდეგ პოპულარობით ეთერიუმი გამოირჩევა. ეთერიუმი არის ონლაინ სერვისების დეცენტრალიზირებული პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია Blockchain-ის ტექნოლოგიაზე. განსხვავებით სხვა კრიპტოვალუტებისგან ეთერიუმის Blockchain-ი აქტიურად მუშაობს „ჭკვიანი კონტრაქტების“ კუთხით. ეთერიუმის „ჭკვიანი კონტრაქტები“ საშუალებას იძლევა ნებისმიერი გარიგებისთვის რეგისტრაციას ნებისმიერი აქტივით რომელიც ინახება Blockchain-ის კონტრაქტების ბაზაში. „ჭკვიანი კონტრატების“ სარგებლობის დროს არ ხდება ტრადიციული იურიდიული პროცედურების გავლა. „ჭკვიანი კონტრაქტების“ მთავარი პრინციპი არის ორ სუბიექტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულების სრული ავტომატიზაცია, სისწრაფე და საიმედოობა. ჟურნალი The Economist,-ის შეფასებით, “ჭკვიანი კონტრაქტებით“ მსოფლიოში ახალი ფინასურ-ტექნოლოგიური ერა დაიწყო. შეგახსნებთ, რომ ეთერიუმი გასული წლის მიწურულს, 721 დოლარი ღირდა, ხოლო მისი კაპიტალიზაცია 69 მილიარდს ასცდა.

ბიტკოინ cash-ი 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა. კრიპტოვალუტა, რა თქმა უნდა, განსხვავდება ბიტკოინის peer-to-peer პროტოკოლისგან. ბიტკოინ cash-ი Segwit2x პროტოკოლით გამოვიდა. ამ პროგრამის საშუალებით ბიტკოინის ბლოკის მოცულობა 1 მეგაბაიტიდან 2 მეგაბაიტამდე გაიზარდა. 2017 წლის 1 აგვისტოს ყველას, ვინც ბიტკოინს ფლობდა მიიღო იგივე რაოდენობის ბიტკოინ cash-ი. ამავე წელს, ბიტკოინ cash-ის კაპიტალიზაციამ 41 მილიარდს გადააჭარბა, ფასმა კი 2 459 დოლარს მიაღწია.

IOTA ყველა სხვა კრიპტოვალუტისგან განსხვავებით არ აქვს Blockchain-ი. ის სულ სხვა, Tangle ქსელის მეშვეობით მუშაობს. IOTA- ს მიზანია, იყოს კომუნიკატორი სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის. საკუთარი iot-თი( Internet of Things-) წარმოადგენს ინტერნეტის ქსელს, რომელიც დაკავშირებისა და ინფორმაციების გაცვლის საშუალებას იძლევა. როგორც დაგეგმილია, სამომავლოდ IOTA იქნება მეთოდი, რომლის საშუალებითაც არამხოლოდ ადამიანები, არამედ ჭკვიანი მოწყობილობებიც შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ამჟამად, IOTA- ს მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ IOTA- თი ტრანზაქციები არის უფასო. IOTA 3 დოლარი ღირდა, 2017 წლის მიწურულს, კაპიტალიზაციამ კი 9 მილიარდზე მეტი შეადგინა.

ამ კრიპტოვალუტების გარდა, არსებობს კიდევ ათეულობით ციფრული ვალუტა, თუმცაღა, კრიპტოვალუტების ათეულში ყოველთვის ზემოთჩამოთვლილი ციფრული ვალუტები ხვდება. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მომხმარებლების მოთხოვნის მიხედვით, კრიპტო რეიტინგი ნებისმიერ დროს იცვლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი