იტალიური ენერგო კომპანია მაინინგის დატა ცენტრებს ელექტროენერგიას არ მიჰყიდის

0
2180

იტალიური საერთაშორისო ენერგო კომპანია “ენელი” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ელექტო ენერგიას ისეთ დატა ცენტრებს არ მიჰყიდის, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგითაა დაკავებული. თუმცა მანამდე, მედიაში რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. “ბლუმბერგში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, კომპანია შვეიცარიულ კრიპტოვალუტების კომპანია Envion AG-სთან განიხილავდა ხელშეკრულების დადებას.

“ენელი განსაკუთრებით დაინტერესებულია, თუ როგორაა შესაძლებელი ენერგო ბიზნესმა Blockchain-ის ტექნოლოგიით ისარგებლოს”.- განაცხადა კომპანიის სავაჭრო სამსახურის უფროსმა ლეონარდო ზანელამ.

თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფრომაცია საბოლოოდ არ დადასტურდა. “ენელი” აცხადებს, რომ კომპანიის “მწვანე ძალა” გამომდინარეობს ბუნებრივი რესურსების გამოყენებით. ამიტომ, კომპანია მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი არ შეიძლება განიხილებოდეს ენერგიის გამომუშავების ეკოლოგიურად უსაფრთხო პროცესად.

კომპანიის მიერ ენერგიის ინტენსიური გამოყენება კრიპტოვალუტის მაინგისთვის განიხილება, როგორც არასასურველი პრაქტიკა, რომელიც არ შეესაბამება ბიზნეს მოდელს.

“ენელის” გადაწყვეტილება მაინინგის კომპანიებისთვის გარკვეული დაბრკოლება არის, თუმცა არა გადაულახავი.

მიუხედავად ამისა, “ენელი” ანაგარიშგასაწევ ძალად რჩება. კომპანია ევროპის თექვსმეტ ქვეყანაში საქმიანობს. ასევე, ფილიალები აქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი