Foundry USA სიდიდით მეორე ბიტკოინის მაინინგ ცენტრი ხდება

0
1098

ნიუ-იორკში დაფუძნებული კრიპტოვალუტის მაინინგის სერვისის პროვაიდერი, Foundry USA ლიდერობს და ხდება მსოფლიოში სიდიდით მეორე ბიტკოინის მაინინგ ცენტრი მას შემდეგ, რაც ქსელის 15,42%-ს დაიკავებს.

BTC.com-ის მონაცემები აჩვენებს, რომ Digital Currency Group-ის მფლობელობაში მყოფი Foundry USA ლიდერს, AntPool-ს მხოლოდ 4000 PH/s სიჩქარით ჩამორჩება.

ამერიკული სუბიექტების მონაწილეობის ზრდა დიდი ალბათობით ჩინეთის კრიპტო ვაჭრობასა და მაინინგის აკრძალვით არის გამოწვეული.

აკრძალვამ გამოიწვია ადგილობრივი ბიტკოინის მაინერების ფართომასშტაბიანი მიგრაცია, რომლებიც ახლა კრიპტომეგობრულ ქვეყნებში მუშაობენ, მათ შორის აშშ-ში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Coin ATM Radar-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ჯორჯიაში დაფუძნებულმა ბიტკოინის ბანკომატებზე მოთხოვნამ გადაუსწრო ჩინელ კოლეგებს. შედეგად ჩინეთმა ბიტკოინ ბანკომატბის რეიტინგშიც უკან დაიხია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველი მარტიდან მსოფლიოში დამონტაჟებული ახალი ბიტკოინის ბანკომატების რიცხვი 10.000-ს უახლოვდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი