Uniswap Labs-ის საზოგადოებამ უკვე დაიწყო ახალი წინადადების განხილვა, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას Uniswap Foundation-ი. ის დაფუძნდება შეერთებულ შტატებში და მისი პირველადი ღირებულება 74 მილიონი დოლარი იქნება.
ამ წინადადებას საზოგადოების მხრიდან დღემდე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ფიქრობს, რომ ფონდის გეგმები ისევ და ისევ Uniswap-ის ეკოსისტემის მხარდაჭერა იქნება, ხოლო სხვები მიიჩნევენ, რომ ფასი მოცემულ მდგომარეობაში მეტისმეტად გაბერილია.
წინადადება Uniswap Labs-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, დევინ უოლშმა და Uniswap საგრანტო პროგრამის ხელმძღვანელმა, კენეტ ენგმა წარმოადგინა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ ფონდის მთავარი მიზანი პროტოკოლის დეცენტრალიზებული ზრდის მხარდაჭერა, მმართველობის ხელახალი გაძლიერება და პროტოკოლის ადვოკატირება იქნება.
იმ შემთხვევაში თუ ფონდი მხარდაჭერას მიიღებს შესაბამისი უწყებიდან და დამტკიცდება, ის დაფუძნდება დელავერში და მისი ხელმძღვანელი უოლში იქნება, ისევე როგორც მისი აღმასრუებელი დირექტორი, ხოლო კენეტ ენგმა ოპერაციების ხელმძღვანელი გახდება.
იმისათვის, რომ მისი ხედვა რეალობად იქცეს, უოლშმა მოითხოვა 74 მილიონი აშშ დოლარი Uniswap-ში (UNI) სამი წლის განმავლობაში, საიდანაც 60 მილიონი გამოიყენებოდა საკუთარი Uniswap საგრანტო პროგრამისთვის (UGP), ხოლო კიდევ 14 მილიონი აშშ დოლარი გამოიყენებოდა, როგორც საოპერაციო ბიუჯეტი 12-კაციანი გუნდის შესაქმნელად.