White Rock-ის აღმასრულებელი დირექტორი არსებულ პირობებს მაინინგის სექტორისთვის შესაძლებლობად მიიჩნევს

0
777

White Rock Management-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ლონგი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა შესანიშნავ შესაძლებლობებს წარმოადგენს გაფართოებისთვის. განსაკუთრებით აღნიშნული მოსაზრება კრიპტოვალუტის მაინინგ სექტორს ეხება.

მედიასთან საუბრისას, კრიპტო მაინინგის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიები, რომლებიც ეფექტურად მართავდნენ თავიანთ ბალანსებს, არიან შესანიშნავ ფორმაში და აგრძელებენ მუშაობას.

”დღევანდელმა ბაზარმა წარმოადგინა გამოწვევები იმ მაინერებისთვის, რომლებიც ბაზრის მწვერვალზე იმყოფებიან. თუმცა, აღნიშნული სექტორის ძველი მესვეურები კარგად იცნობენ ამ ტენდენციებს და ისინი ამ რთულ პერიოდში შესანიშნავ შესაძლებლობას ხედავენ”,- განაცხადა ენდი ლონგმა.

ლონგი ვარაუდობს, რომ მიმდინარე ტენდენცია სტაბილურ კომპანიებს აძლევს შერწმისა და გაფართოვების შესაძლებლობებს, რადგან ისინი დაარწმუნებენ ინვესტორებს, რომ მათ ექსტრემალურ საბაზრო პირობებში გადარჩენა შეუძლიათ.

”ჩვენ ასევე დავინახავთ, რომ ქსელი კვლავ იზრდება, არა იმ დონემდე, რომელიც წლის ბოლოს იყო პროგნოზირებული, მაგრამ წარმოება წლის ბოლომდე სავარაუდოდ მინიმუმ 20% ით გაიზრდება”,- აღნიშნა White Rock Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი