UNICEF-ის ინოვაციური ფონდი 100.000 დოლარის ინვესტიციას 6 კომპანიაში განახორციელებს, რათა შეიქმნას და განვითარდეს Blockchain პროექტები.
ინოვაციურმა ფონდმა სპეციალურად დაიწყო ტექნოლოგიური პროექტების ღიად დაფინანსება. ფონდი ახორციელებს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსა და Blockchain ტექნოლოგიას ეხება.
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი 100.000 დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს არგენტინის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Atix Labs-ში, მექსიკის ტექნოლოგიურ კომპანიებში: Onesmart-სა და Prescrypto-ში, ასევე სტარტაპში Statwig-ში და ა.შ.
კომპანიები ცალ-ცალკე შექმნიან პროტოტიპებსა და სისტემებს, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალურ დონეზე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გამჭვირვალობას.
“Blockchain ტექნოლოგია განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დიდი ექსპერიმენტები, მარცხი და შემდეგ შეცდომებზე სწავლის გამოცდილება. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია მომავალში საქველმოქმედო მიზნებისთვის”,- განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა კრის ფაბიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში UNICEF-ის ავსტრალიის ფონდმა განაცხადა, რომ ფონდი მომხმარებელს კრიპტოვალუტის მაინინგით ქველმოქმედების გაწევის საშუალებას მისცემდა.