კომპანია Paxos-ი PayPal-თან ითანამშრომლებს

0
1396

გასულ კვირას, ლონდონის ბაზრის ასოციაციისთვის გამართულ პანელზე, Paxos–ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ კასკარილამ განიხილა Paxos–ის ოქროს მხარდაჭერით ERC-20 სიმბოლოს, PAXG– ს ზრდა და ზოგადად, აქტივების ტოკენიზაციის მომავალი.

აღნიშნული საუბარი შესაძლოა, გამოწვეული იყოს კომპანიის მიერ ახლახან გამოცხადებული ინფორმაციით, ფინანსურ გიგანტ PayPal-თან ინტეგრაციის შესახებ.

მედიასთან საუბრის დროს კასკარილამ განაცხადა, რომ აქტივების მიერ მხარდაჭერილი “ოქროს ნიშანი” ბუნებრივი შეხამება იყო Paxos-ის ხედვისთვის:

”ჩვენთვის მართლაც ძალიან ლოგიკური იყო “ოქროს ნიშნის” ამოქმედება იმის გათვალისწინებით, თუ რას ვცდილობთ Paxos–ში, რომელიც უნდა იყოს Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური სისტემა”.

Paxos–ის დამფუძნებელმა ახსენა სხვადასხვა უარყოფითი მხარე, რომელიც ზღუდავს როგორც ფიზიკურ ოქროს, ისე ოქროს ხარჯზე აქტივებით სარგებლობას, რომელთა გაცვლა მოხდა ტრადიციულ ბირჟაზე, მათ შორის შეზღუდული საბაზრო საათებითა და მაღალი ხარჯებით.

შეგახსენებთ რომ, PayPal-ი 2021 წლიდან კლიენტებს კრიპტოვალუტის სრულ მომსახურეობას შესთავაზებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი